GEO / ENG
ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია

2023 წლის 9 სექტემბერს GSPi-ის ორგანიზებით ჩატარდება ორთოპედიულ-პაროდონტოლოგიურ-იმპლანტოლოგიური კონფერენცია თემაზე: 




ᲢᲠᲐᲕᲛᲣᲚᲘ ᲝᲙᲚᲣᲖᲘᲘᲡ ᲓᲐ ᲦᲔᲭᲕᲘᲗᲘ ᲓᲘᲡᲤᲣᲜᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ ᲞᲐᲠᲝᲓᲝᲜᲢᲘᲢᲘᲐᲜ ᲞᲐᲪᲘᲔᲜᲢᲔᲑᲨᲘ!


კონფერენციის სპიკერები არიან იტალიის პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების (SIdP) სპიკერები როდოლფო ჯიანსერა (SIdP-ის ვიცე-პრეზიდენტი), ლუკა ლანდი (SIdP-ის ყოფილი პრეზიდენტი), მაურო მერლი (SIdP ყოფილი პრეზიდენტი) და თეა ნაცვლიშვილი (საქართველოს პაროდონტოლოგიისა და იმპლანტოლოგიის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი). 

სპიკერები განიხილავენ მძიმე ფორმის პაროდონტიტის მქონე პაციენტებში კბილების მორყევის, გადაადგილების და შედეგად, ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციების, ან მათი დაკარგვის შემთხვევაში, პაროდონტოლოგიურ-ორთოპედიულ-იმპლანტოლოგიური მკურნალობის  თანამედროვე მიდგომებს და ღეჭვითი დისფუნქციის აღდგენის გზებს (კონფერენციის დეტალური პროგრამა იხილეთ ქვემოთ). 

კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართულად სინქრონული თარგმანით. ვისაც გსურთ სინქონისთვის ყურსასმენები გთხოვთ მიუთითოთ. 

P.S. ონლაინ რეგისტრაციის წარმატებით გავლის დასადასტურებლად, მობილურის ნომერზე და ელექტორნულ ფოსტაზე მიიღებთ GSPi-სგან შეტყობინებას. თუ  შეტყობინება არ მოვიდა, გთხოვთ თავიდან გაიაროთ რეგსიტრაცია ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 40 48 40!!!

 

10 სექტემბერს ჩატარდება პროფ. როდოლფო ჯანსერას მასტერკლასი: ᲢᲠᲐᲕᲛᲣᲚᲘ ᲝᲙᲚᲣᲖᲘᲐ ᲓᲐ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲛᲝᲠᲧᲔᲕᲐ - ᲝᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ ᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ IV ᲡᲢᲐᲓᲘᲘᲡ ᲞᲐᲠᲝᲓᲝᲜᲢᲘᲢᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲞᲐᲪᲘᲔᲜᲢᲔᲑᲨᲘ!  მონაწილეებს შეგეძლებათ მოიყვანოთ პაციენტები და პროფ. ჯიანსერას დახმარებით შეძლებთ მკურნალობის დაგეგმარებას და მკურნალობის ნაწილის შესრულებას. პრაქტიკული კურსის დეტალურ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ  აქ. მასტერკლასზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 595 40 48 40. გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია! 


ყურადღება! იმ შემთხვევაში თუ მონაწილე ვერ ახერხებს კონფერენციაზე დასწრებას გადახდილი თანხა არ ბრუნდება.