2-3 მაისი ზუგდიდი პაროდონტიტის გამოვლენა

 

 

2-3 მაისი ქალაქ ზუგდიდიში  GSPi - ს ორგანიზებით ტარდება ტრენინგი: ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, ქირურგიულ და თერაპიულ პაციენტებში პაროდონტიტის გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები.

 

კურსი მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას, კლინიკური შემთხვევების განხილვას, დიაგნოსტირებიდან მკურნალობამდე.

რეგისტრაციის პირობები:

კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება ონლაინ (აქ) რეგისტრაციის გავლის და თანხის, 300 ლარის  სრულად გადახდის შემდეგ. 

დანიშნულებაში ჩაწერეთ: სახელი, გვარი, პაროდონტიტის გამოვლენის კურსის საფასური.

 

ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20 მსმენელს, ამიტომ რეგისტრაცია დასრულდება კურსზე ადგილების ამოწურვის თანავე. 

 

ტრენინგი აკრედიტებულია და ამ კურსის გავლის შემდეგ 12 უპგ ქულა ენიჭება თერაპიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში ლიცენზირებულ სტომატოლოგებს. 

 

დეტალური პროგრამა იხილეთ მიბმულ ფაილში

 

 

P.S. კრედიტ ქულების მოსანიჭებლად სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ სრულად შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები. 

აკრედიტებული კურსები მკაცრად კონტროლდება რეგულირების სააგენტოს მიერ, დაუშვებელია ტრენინგზე დაგვიანება ან ადრე წასვლა. სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სრულად დასწრების შემთხვევაში. 

GE72BG0000000606260572

გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.