
20-21 დეკემბერს ქალაქ თბილისში GSPi - ს ორგანიზებით ტარდება ტრენინგი: პირველადი გადაუდებელი დახმარება და გართულებების მართვა სტომატოლოგიაში
რეგისტრაციის პირობები:
კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება ონლაინ (აქ) რეგისტრაციის გავლის და თანხის, 230 ლარის სრულად გადახდის შემდეგ.
დანიშნულებაში ჩაწერეთ: სახელი, გვარი, კურსის საფასური.
ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20 მსმენელს, ამიტომ რეგისტრაცია დასრულდება კურსზე ადგილების ამოწურვის თანავე.
ტრენინგი აკრედიტებულია და ამ კურსის გავლის შემდეგ 9 უპგ ქულა ენიჭება თერაპიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში ლიცენზირებულ სტომატოლოგებს.
დეტალური პროგრამა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში
P.S. კრედიტ ქულების მოსანიჭებლად სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ სრულად შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები.
აკრედიტებული კურსები მკაცრად კონტროლდება რეგულირების სააგენტოს მიერ, დაუშვებელია ტრენინგზე დაგვიანება ან ადრე წასვლა. სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ სრულად დასწრების შემთხვევაში.
გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.