25-26 ოქტომბერი პაროდონტიტის გამოვლენა

 

 

25-26 ოქტომბერს, ქალაქ თელავში GSPi - ს ორგანიზებით ტარდება ტრენინგი: ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, იმპლანტოლოგიურ და თერაპიულ პაციენტებში პაროდონტიტის გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები.

 

კურსი მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას, კლინიკური შემთხვევების განხილვას, დიაგნოსტირებიდან მკურნალობამდე.

რეგისტრაციის პირობები:

კურსის საფასური -  300 ლარი

კურსზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება ონლაინ (აქ) რეგისტრაციის გავლის და თანხის სრულად გადახდის შემდეგ. 

დანიშნულებაში ჩაწერეთ: სახელი, გვარი, პაროდონტიტის გამოვლინების კურსის საფასური.

 

ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20 მსმენელს, ამიტომ რეგისტრაცია დასრულდება კურსზე ადგილების ამოწურვის თანავე. 

 

ტრენინგი აკრედიტებულია და ამ კურსის გავლის შემდეგ 12 უპგ ქულა ენიჭება თერაპიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ და იმპლანტაციურ სტომატოლოგიაში ლიცენზირებულ სტომატოლოგებს. 

 

დეტალური პროგრამა იხილეთ მიბმულ ფაილში

 

 

P.S. კრედიტ ქულების მოსანიჭებლად სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, გთხოვთ სრულად შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები. 

ღონისძიებაზე რეგისტრაცია
* სახელი გვარი:
* დაბადების თარიღი:
* მობილურის ნომერი:
* ელ. ფოსტა:
* სამუშაო ადგილი (ექიმებისთვის) ან სასწავლო დაწესებულება (სტუდენტებისთვის):
* პირადი ნომერი:
* რომელ სპეციალიზაციაში ფლობთ მუშაობის ნებათვას?: