კლუბის შესახებ

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მეტად საინტერესო მიმართულებაა. ეს პროფესია არასდროს ყოფილა საქართველოში ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი, როგორიც დღესაა.

ახლადშექმნილი პაროდონტოლოგთა კლუბის წევრები ალბიუსის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ამ კლუბში, მოტივაციისა  და საერთო ინტერესების მიხედვით გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა კლინიკის ის ექიმები, რომლებმაც ალბიუსის საერთაშორისო სკოლაში მიიღეს პაროდონტოლოგიური განათლება –  ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბოლომდე აქვთ გააზრებული საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობა. ახალგაზრდა სპეციალისტებს,  რომლებიც  პირველ ნაბიჯებს დგამენ და სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ პაროდონტოლოგიის მიმართულების განვითარების პროცესში, საკუთარი იდეების წარმატებით განხორციელებისთვის  გვერდში დგომა და თანადგომა სჭირდებათ.

კლუბის ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი თითოეული წევრის მხრიდან საქმიანობის სწორი გააზრება და იმ მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება, რომელიც პაროდონტოლოგთა აქტიურ ჩართულობას მოჰყვება ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

პერიო კლუბში პაროდონტოლოგები იღრმავებენ ცოდნას, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, რაც მომავალში  მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

მჯერა, რომ კლუბის თითოეული წევრის მოტივაცია და შემართება, კლუბის აქტივობები და საქმიანობა ისტორიული და ძალიან მნიშნელოვანია ზოგადად სტომატოლოგიის დარგის განვითარების თვალსაზრისით. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და პატივსაცემია ყველა სპეციალისტი, რომელიც ამ პროცესშია ჩართული.

გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმიას გაკეთება შეგვიძლია!”

პროფ. ქეთევან გოგილაშვილი

 

კონტაქტი

ipsperioclub@gmail.com

 

International Perioschool "ALBIUS"

ტელეკომპანია "პულსის" სიუჟეტი პაროდონტოლოგიის საერთაშრორისო სკოლა "ალბიუსის" შესახებ.სიუჟეტიდან შეიტყობთ სკოლის სასწავლო პროგრამის, ახალი სახელმძღვანელოებისა და სკოლის გეგმების შესახებ.სინქრონები: თეა ნაცვლიშვილი, სკოლის ხელმძღვანელიპროფ. ქეთევან გოგილაშვილი, სტომატოლოგიური ცენტრის "ალბიუსი" კლინიკური ხელმძღვანელი.

Posted by Albius PerioSchool on ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2015