მინანქრის მარგალიტი (Enamel pearl)

🔴 ჯანმრთელი ღრძილების მტერი და პაროდონტის დაავადების მთავარი დამნაშავე ბაქტრიული ნადებია. მისი წარმოქმნება პირის ღრუში ბუნებრივი პროცესია, დაგროვება კი  იმ შემთხვევაში ხდება, თუ პირის ღრუს ჰიგიენა არ არის ადეკვატური და არ ხდება მისი მოშორება რეგულარულად დღეში ორჯერ. თუმცა არის გარემოებები, როდესაც კარგი ჰიგიენის მიუხედავად ბაქტერიული ნადები მაინც რჩება და ასეთ შემთხვევაში პაროდონტის ქსოვილის ლოკალურ დაზიანებას იწვევს.

🔸 რესტავრაციის გადმოკიდებული კიდეები იატროგენული(სამკურნალო პროცედურის შედეგად განვითარებული) ფაქტორია, რომელიც კბილთაშორის სივრცის ჰიგიენას აძნელებს. ასეთ შემთხვევაში რესტავრაციის კორექციის გარეშე ღრძილის ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლებელია.

🔸 მინანქრის მარგალიტი (Enamel pearl) მინანქრის ქსოვილის განვითარების ანომალიაა, როდესაც მინანქრის მასა (ხშირად მარცვლის ფორმის) მიმაგრებულია ფესვის ყელთან საღეჭი კბილების ფესვებს შორის, აძნელებს წმენდას და ხელს უწყობს ნადების აკუმულაციას.

🔸 მინანქრის ღარი ასევე განვითრების ანომალიაა, რომელიც უფრო ხშირად ლოკალიზებულია ზედა საჭრელების სასისკენა ზედაპირზე. იგი ხშირად ფესვის ზედაპირზე ვრცელდება და ხელს უწყობს პატოდონტული ჯიბის ფორმირებას.

ამ ლოკალური ფაქტორების დიაგნოსტიკას და კორექციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაროდონტის დაავადების მენეჯმენტში.