კორონავირუსი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესი სრულიად შეიცვალა, თვითიზოლაციისა და თვითკარანტინის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯამრთელობაზე ზრუნვა და მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. მითუმეტეს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების უმეტესობამ შეწყვიტა მუშაობა და მხოლოდ ზოგიერთი ემსახურება სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებს.

მიუხედავად იმ უდიდესი სტრესისა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელობანია ეს დრო გამოვიყენოთ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, “ოჯახური იზოლაცია” საუკეთესო დროა პატარებთან პირის ღრუს ჰიგიენურ ჩვევებზე სამუშაოდ, რასაც დროის დეფიციტის გამო აქამდე ვერ ახერხებდით. რადგანაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს და როდის იქნება რეგულარული სტომატოლოგიური მომსახურება ხელმისაწვდომი, ახლა სწორედ ის დროა, როცა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან კბილებთან და პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები.
გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ 2ჯერ, არ დაგავიწყდეთ კბილთაშორისი წმენდის საშუალებების (ფლოსი, ჯაგრისი, ირიგატორი) გამოყენება და ენის გაწმენდა.

ამ ეტაპების შემდეგ გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სავლები.
თავი შეიკავეთ ტკბილეულისა და გაზიანი სასმელებისგან. ჩაანაცვლეთ ისინი რძითა და იოგურტით.

მიიღეთ ბევრი წყალი. ეს ხელს შეუწყობს მჟავის ჩამორეცხვას კბილის ზედაპირიდან და ნერწყვის გამოყოფის სტიმულაციას, რაც მნიშვნელოვანია პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად.