კბილის გვირგვინების ესთეტიკურ დაგრძელება

🔝 თანამედროვე სამყაროში ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართ მოთხოვნები სულ უფრო იზრდება. დღეს უკვე ჯანმრთელი ღრძილი მკურნალობის გეგმის აუცილებელი რგოლია, როგორც ღიმილის 3 კომპონენტიდან ერთერთი – კბილები, ღრძილები და ტუჩები. ღრძილის კონტურის შეცვლა ზოგჯერ სრულიად ცვლის ღიმილს. ამ პროცედურას მიმართავენ, მაგალითად, ღრძილოვანი ღიმილის დროს, როდესაც ღრძილის ქსოვილი ნორმაზე მეტად შიშვლდება ღიმილის დროს.

ℹ️ გვირგვინების ესთეტიკურ დაგრძელებას (რაც განსხვავდება გვირგვინების ფუნქციური დაგრძელებისგან) ღრძილის რეკონტურირებასაც უწოდებენ ხოლმე. ამ დროს სხვასხვა პროცედურა შეიძლება იყოს გამოყენებული, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ღრძილოვანი ღიმილი გვაქვს — მარტივი გინგივექტომიიდან (ღრძილის კიდის მოკვეთა) ნაფლეთოვან ქირურგიამდე ძვლოვანი ქსოვილის რეზექციის ჩათვლით.

✅ წარმატებული შედეგის მისაღწევად, ექიმმა უნდა შეკრიბოს და გააანალიზოს კლინიკური და რენტგენოლოგიური მონაცემები და გაითვალისწონოს ყველა ბიოლოგიური პარამეტრი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მასშტაბური რეაბილიტაციის კლინიკურ შემთხვევებს. შეცდომა დიაგნოსტიკისა თუ სამკურნალო მეთოდის შერჩევის დროს გავლენას იქონიებს არამარტო ესთეტიკურ შედეგზე, არამედ ღრძილის ჯანმრთელობაზეც.