გაიგეთ მეტი პაროდონტის დაავადების ქირურგიულ მკურნალობაზე

🔵 პაროდონტის დაავადების ქირურგიულ მკურნალობას, მათ შორის ნაფლეთოვან ოპერაციებს ასრულებს პაროდონტოლოგი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრეინინგი და ფლობს საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

პროცედურების უმრავლესობა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება ეპინეფრინის (ადრენალინის) დამატებით, რაც უზრუნველყოფს ანესთეზიის საჭირო ხანგრძლივობით მოქმედებას და ამცირებს სისხლდენას. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სედაციის გამოყენებაც, როდესაც პაციენტი ზედმეტად აღგზნებულია, ნერვიულობს, აქვს სტომატოლოგის შიში და პროცედურის ჩატარება შეუძლებელი ხდება.

🔰 ნაფლეთოვან ქირურგიაში გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს მრავალწლიანი კვლევების შედეგს და აპრობირებულია მსოფლიო პრაქტიკაში. თანამედროვე პაროდონტოლოგიის ცოდნა, გამოცდილება და მუდმივი მუშაობა პროფესიულ ზრდაზე აძლევს საშუალებას ექიმ-პაროდონტოლოგს სწორად შეარჩიოს ქირურგიული ტექნიკა სხვადასხვა შემთხვევაში, რათა შედეგი იყოს წარმატებული.