ღრძილების “დაწევა”, “განლევა”, და ფესვის გაშიშვლება სხვა არაფერია,

თუარა პაროდონტის დაავადების ერთერთი გამოხატულება — ღრძილის რეცესია. ამ მდგომარეობის საკორექციოდ უმეტეს შემთხვევაში ღრძილოვანი ტრანსპლანტატი ანუ გრაფტი გამოიყენება, რომელიც ხელს უწყობს ახალი, ჯანმრთელი ღრძილის ქსოვილის განვითარებას და ფესვის დაფარვას.
აუტოგენური ანუ საკუთრივ პაციენტის ორგანიზმიდან მიღებული გრაფტის წყაროს ყველაზე ხშირად სასა წარმოადგენს. ასეთი ტრანსპლანტატი “ოქროს სტანდარტია” ⭐️ და ყველაზე კარგ შედეგს იძლევა. თუმცა არსებობს ალტერნატიული წყაროებიც. როგორიცაა დონორის ან ცხოველის ორგანიზმი. რეცესიის დაფარვის პროცედურა შესაძლებელია რამოდენიმე კბილზე ერთდროულად ჩატარდეს, თუ მრავლობით რეცესიასთან გვაქვს საქმე.
☝️რეცესიის დაფარვის პროცედურას არამარტო ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს. ფესვის გაშიშვლებას ხშირად ახლავს თან კბილის მგრძნობელობის მატება, რაც უაღრესად არაკომფორტულია. გაშიშვლებულ ზედაპირზე ასევე ხშირად ვითარდება კარიესი, რადგან ფესვი მინანქრით არ არის დაფარული და დაუცველია კარიესოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან.
გრაფტის გამოყენებით მიიღება ახალი ღრძილოვანი ქსოვილი, უფრო სქელი და მდგრადი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში რეცესიის კვლავ განვითრების თავიდან ასაცილებლად.