კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლდენის შემჩნევისას, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ამ ფაქტს.
შესაძლოა ერთჯერადი სისხლდენა არ იყოს გამოწვეული ღრძილების დაავადებით და, მაგალითად, ფლოსის არასწორი გამოყენების შედეგი იყოს, მაგრამ თუ მას სისტემატიური ხასიათი აქვს, ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ პაროდონტოლოგთან მიღებაზე ჩაეწეროთ.
ჯანმრთელი ღრძილი ვარდისფერი უნდა იყოს (და არა წითელი) და მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კბილის ყელს. ასეთი სახით იგი იცავს კბილის ფესვს და ძვალს, რომელშიც იგი არის მოთავსებული ბაქტერიების შეღწევისგან.
თუ ყოველდღიურად ვიხეხავთ კბილებს და მის ზედაპირს ვათავისუფლებთ ნადებისგან, მისი დაგროვება არ ხდება და ღრძილიც ჯანმრთელია.
მაგრამ თუ ნადების მოშორება არ მოხდა ყოველდღიურად, იგი იწყებს დაგროვებას კბილის ყელის გარშემო ღრძილის კიდესთან და უშუალო კონტაქტშია მასთან. ბაქტერიები და მათი ტოქსინები გამაღიზიანებლად მოქმედებს ღრძილის ქსოვილზე, რის გამოს ორგანიზმი იწყებს საპასუხო რექციას “აგრესორის” მიმართ. ღრძილები წითლდება, შუპდება, კაპილარები ფართოვდება და ადვილად ზიანდება. ამის გამო მცირე გაღიზიანებაზეც კი სისხლმდენია. ეს ადვილი შესამჩნევია კბილების გახეხვისას, ან მაგარი საკვების, მაგალითად, ვაშლის მოკბეჩისას.
💠 დაავადების ამ სტადიას, როცა ნადები კბილის გვირგვინის ზედაპირზეა მხოლოდ და არ არის “ჩაზრდილი” პაროდონტულ ჯიბეებში, გინგივიტი ეწოდება და ამ ეტაპზე ნადების მოშორება პროცესის სრულ უკუქცევას იწვევს, რაც რთული მისაღწევია შემდეგი სტადიის — პაროდონტიტის დროს. ამიტომ თუ სისხლდენის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართავთ პაროდონტოლოგს, ყველა შანსი გაქვთ თავიდან აიცილოთ პაროდონტიტი.