ალბათ გაინტერესებთ, როგორც ხდება იმ ვერაგი დაავადების — პაროდონტიტის განვითარება, რომელიც იწვევს კბილების მორყევას და დაკარგვას.?

⭕ თავდაპირველად ბაქტერიები ჯერ კბილის ნადების და შემდეგ კბილის ქვის სახით იწყებენ დაგროვებას კბილზე და განსაკუთრებით კბილ-ღრძილოვან ღარში. მათი ზემოქმედებით იწყება ანთება ღრძილის ქსოვილში, რასაც გინგივიტი ეწოდება.
თუ ამ ეტაპზე არ მოხდა პაროდონტოლოგიური მკურნალობით პროცესის შეჩერება, დროთა განმავლობაში ბაქტერიები დაარღვევენ კბილ-ღრძილოვან შეერთებას და დაიწყებენ ღრძილის ქვეშ, კბილის ფესვის ზედაპირზე ჩაზრდას, გამრავლებას და კბილის ქვის წარმოქმნას.

❎ კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევის შედეგად ხდება პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ ადამიანი ამას ვერც გრძნობს და ვერც ხედავს. მხოლოდ პაროდონტოლოგს შეუძლია შეამჩნიოს ეს პროცესი. რაც უფრო ღრმად ვრცელდება კბილის ფესვზე ბაქტერიები და მიდის ანთება, მით უფრო ღრმავდება პაროდონტული ჯიბე და ხდება პაროდონტის და, რაც მთავარია, ალვეოლური ძვლის დაშლა.

?‍⚕️ რომ შევაჯამოთ, პაროდონტიტის დროს გვაქვს კბილი, რომლის არა მხოლოდ გვირგვინის, არამედ ფესვის ზედაპირზეც აღინიშნება კბილის ნადები და ქვები, რომელთა ჩაზრდის შედეგადაც ხდება კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევა და ალვეოლური ძვლის დაშლა. ღრძილი ამ დროს ძირითადად მოწითალო შეფერილობისაა (ჰიპერემიული), შეშუპებული და სისხლმდენია. თუმცა დროდადრო შესაძლოა სიმპტომები გაქრეს და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს კიდეც