🗣 ჰალითოზის პრობლემა სხვადასხვა მიზეზს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირად კი “დამნაშავე” ის ნადებია, რომელიც კბილების ირგვლივ ან ღრძილოვან ჯიბეებშია დაგროვილი. ხოლო თუ პროფესიული წმენდა რეგულარულად არ სრულდება, ნადების გამყარების შედეგად ქვები ჩნდება.

👨‍🔬 სწორედ ამიტომ ჰალითოზის ნიშნების შემჩნევისას პირველ რიგში ექიმ-პაროდონტოლოგს უნდა მიმართოთ, რომელიც დაათვალიერებს და გამოიკვლევს ღრძილებისა და ზოგადად პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობას, ჩაატარებს პროფესიულ წმენდას და საჭიროების შემთხვევაში ფესვების ინსტრუმენტირებას. თუ პაროდონტის დაავადება მძიმე ფორმისაა, შესაძლებელია ეს პროცედურა რამდენიმე ვიზიტად ჩატარდეს, რათა ნაკლებად ტრავმული იყოს პაროდოტის ქსოვილებისთვის და ასევე პაციენტისთვისაც უფრო კომფორტული.

✅ პაროდონტის ქსოვილების გარდა ასევე შემოწმდება კბილები კარიესების არსებობაზე, რადგან ღრუები და უხარისხო ბჟენები, ისევე როგორც ცუდად მორგებული პროთეზი და პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია ასევე შეიძლება გახდეს ნადების დაგროვების კერა და შესაბამისად ჰალითოზის მიზეზი.
🔰 თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, პირის ღრუში ჰალითოზის მიზეზების ელიმინაციის შემდეგ უნდა მოხდეს სხვა მიზეზების ძებნა ორგანიზმში.