პაროდონტიტის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია:

🔻 პაროდონტიტი, რომელსაც იწვევს პაროდონტის ქსოვილების ანთებას და ღრძილის მიმაგრების პროგრესირებად დაშლას, ძვლის დესტრუქციასთან ერთად. პაროდონტიტის ეს ფორმა ყველაზე ხშირია. ახასიათებს პაროდონტული ჯიბეების ჩამოყალიბება და ღრძილის განლევა ანუ რეცესია. უმეტესად დიდებში გვხვდება, მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერ ასაკის პაციენტს განუვითარდეს. დაავადება ნელა პროგრესირებს, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც დაშლის პერიოდი შედარებით სწრაფად მიდის.
🔻 პაროდონტიტი, როგორც ზოგადი (სისტემური) დაავადების გამოვლინება, ხშირად იწყება მცირე ასაკში. ასოცირებულია ისეთ პათოლოგიებთან, როგორციაა გენეტიკური (დაუნის სინდრომი, ნეიტროპენია…) და აუტოიმუნური დაავადებები.
🔻 პაროდონტის ნეკროზებელი დაავადება, რომელის დროსაც ინფექცია იწვევს ღრძილის, პერიოდონტის და ალვეოლური ძვლის ნეკროზს (კვდომას). იგი უმეტესად გვხვდება იმუნოდეფიციტის ან იმუნოსუპრესიის მდგომარეობაში მყოფ პირებში.
სურათზე: ქრონიკული პაროდონტიტის შემთხვევა.