პაროდონტის დაავადების დროს ძვალი,
რომელშიც კბილია მოთავსებული, თანდათანობით “იშლება”. სწორედ ამის შედეგია კბილების მორყევა. ისინი ხშირად პოზიციასაც იცვლიან ძლიერი მორყევის დროს და სხვადასხვა მიმართულებით გადანაცვლდებიან.

პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობისას ძვალზე ჩატარებული პროცედურა ორი სახისაა:
💠 1. ოსტეოპლასტიკა, როდესაც ხდება შეცვლილი, დეფორმირებული ძვლის არქიტექტურის გაუმჯობესება და ბუნებრივთან მიახლოება.
💠 2. ძვლოვანი რეგენერაცია, როდესაც ხდება ძვლის ან მისი შემცვლელის (ძვლოვანი ტრანსპლანტატი ანუ გრაფტი) შეტანა დაავადების მიერ შექმნილ დეფექტში და ამ მასალის საფუძველზე ახალი ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა. პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება ამ ორი ტექნიკის კომბინაცია.
🛡 ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია “მართული ქსოვილოვანი რეგენერაციის” ნაწილია. ამ დროს ძვლოვანი მასალის გარდა გამოიყენება მემბრანა, რომელიც უშუალოდ ღრძილის ქვეშ თავსდება და იცავს ძვლოვანი ტრანსპლანტატით ამოვსებულ დეფექტს სხვა უჯრედების ჩაზრდისგან, რათა მოხდეს არამარტო ძვლის, არამედ პაროდონტის ყველა ქსოვილის აღდგენა და მივიღოთ ახალი მიმაგრება კბილის ფესვის ზედაპირთან, მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული სახით.
✅ სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ტექნიკას “მართული”.