პაროდონტის დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდები უკვე საუკუნეზე მეტია გამოიყენება. პირველად 1862 წელს იქნა დოკუმენტირებული უნგრეთში, რობიშეკის მიერ “გინგივექტომია” — ღრძილის მოკვეთა. ეს ტექნიკა ახლაც გამოიყენება, თუმცა შეზღუდულად და მოდიფიცირებული სახით.

🔆 პაროდონტოლოგიური ქირურგიული მკურნალობის კიდევ ერთი მაგალითია ”ნაფლეთოვანი ოპერაციები”, რომელიც თანამდეროვე პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში გამოიყენება. იგი გულისხმობს ღრძილის აშრევებით ნაფლეთის შექმნას, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს:
⭕️ სრულად მოაშოროს ინფიცირებული ქსოვილი პაროდონტული ჯიბიდან.
⭕️ თავისუფლად მიუდგეს ფესვის ზედაპირის ყველა უბანს მაგარი ნადების სრულყოფილად მოსაშორებლად.
⭕️ შექმნას საკმარისი სივრცე სარეგენერაციო მასალების (ძვლის ტრანსპლანტატი, ხელოვნური ძვალი, მემბრანა…) მოსათავსებლად.
⭕️ სრულყოფილად დახუროს საოპერაციო ველი, რაც აუცილებელია ჭრილობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სწრაფი შეხორცებისთვის.
ნაფლეთოვანი ქირურგიის მრავალი სხვადასხვა სახე არსებობს. მკურნალობის ტექნიკას ექიმი არჩევს ინდივიდუალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.