😷👉 გინგივიტისა და პაროდონტიტის მკურნალობა საზღვარგარეთის ქვეყნებში,

იქ სადაც სტომატოლოგია კარგად არის განვითარებული, დიდი ხანია აღარ ხდება ანტიბიოტიკებისა თუ ვიტამინების ღრძილებში ინექციით, ანდა მხოლოდ რაიმე ანტისეპტიკის აპლიკაციით (მაგალითად სხვადასხვა ნივთიერებების 20 წუთიანი აპლიკაცია ღრძილებზე 10 დღიანი კურსით).
ასეთი მიდგომით ხდება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა , ანუ მხოლოდ ღრძილის ქსოვილის ანთების დროებითი ჩაცხრობა, რასაც პაციენტი განკურნებად აღიქვამს, რადგან დაავადების სიმპტომები დროებით ქრება. თუმცა, რადგან არ ხდება მიზეზის მოცილება, პათოლოგიური პროცესი ღრმად, პაროდონტულ ჯიბეებში გრძელდება და ერთ დღესაც მთელი თავისი სიმწვავით იჩენს თავს (კბილების ვითომდა უცაბედი მორყევით ან ამოვარდნითაც კი).
⚠️ სავარაუდოდ, მსგავსი მკურნალობის მეთოდები უქმნიდა საფუძველს გავრცელებულ აზრს, რომ “პაროდონტიტი არ იკურნება”, რაც სწორი მკურნალობის პირობებში სიმართლეს არ შეესაბამება.
💉💊ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა დამხმარე პრეპარატები მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს პაროდონტის დაავადების მკურნალობისას. მთავარი და უპირველესი ღრმად, პაროდონტულ ჯიბეებში განლაგებული კბილის ნადებისა და ქვების მოშორებაა.
იგივე შეიძლება ითქვას ლაზერის გამოყენებაზეც პაროდონტოლოგიური მკურნალობისას. როგორც კვლევები ადასტურებს მხოლოდ ლაზერის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი გამოყენებისას სკეილინგსა და ფესვის ინსტრუმენტირებასთან ერთად კომბინაციაში.