🔰 ხშირად ამბობენ, რომ პაროდონტიტი არ იკურნება.

მართალია, არ არსებობს კონკრეტული მეთოდი ან მკურნალობის კურსი, რომელიც სამუდამოდ გაგვათავისუფლებს პაროდონტიტისგან,მაგრამ მიუხედავად ამისა პაროდონტის განკურნება შესაძლებელია, სწორი მიდგომითა და ექიმისა და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით.
პაროდონტიტის მკურნალობა 3 ეტაპისგან შედგება — არაქირურგიული, ქირურგიული და შედეგის შენარჩუნების ეტაპი.
🔸 არაქირურგიულ ეტაპზე, ისევე როგორც გინგივიტის დროს, პაროდონტიტის დროსაც ხდება კბილის ნადებისა და ქვების მოშორება, ასევე პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების შერჩევა და მეთოდების სწავლება.
🔸 მეორე, ანუ ქირურგიული ეტაპი ხშირად აუცილებელია, რამდენადაც გინგივიტისგან განსხვავებით მხოლოდ რისკ-ფაქტორების აღმოფხვრა და მიზეზის მოშორება საკმარისი არ არის, რადგან კბილის ფესვის ირგვლივ ძვლის დაშლა უკვე დაწყებულია და პაროდონტული ჯიბეები ჩამოყალიბებეულია.
🔸 მესამე – შედეგის შენარჩუნების ეტაპი, ფინალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა არ განვითარდეს რეციდივი და ჩატარებული მკურნალობა წყალში არ ჩაიყაროს. აუცილებელია, რომ პაციენტმა ზუსტად შეასრულოს ექიმის მითითებები, იქნება ეს სახლში მოვლა თუ განმეორებითი ვიზიტები პაროდონტოლოგთან.
ჩვენს მომდევნო პოსტებში უფრო დეტალურად ვისაურებთ თითოეულ ეტაპზე.