“ჩვენს პიროვნებას ჩვენი ჩვევები განსაზღვრავენ”. ეს ნამდვილად ასეა,

როცა საქმე ჯანმრთელ პირის ღრუს ეხება. ლამაზი, ჯანმრთელი კბილები და ღრძილები სწორი ჰიგიენური ჩვევების შედეგია, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ყალიბდება.

 აი რამოდენიმე მნიშვნელოვანი ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაუნერგოთ ბავშვს, და შესაძლოა საკუთარ თავსაც:

🔸 მიაჩვიეთ ყოველდღიურ პირის ღრუს ჰიგიენას, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სანამ კბილები ამოეჭრება. ეს თავიდან ააცილებს მომავალში კარიესის განვითარებას. პირის ღრუს გასუფთავება ყოველი კვების შემდეგ სუფთა, სველი მარლით ხელს შეუშლის არასასურველი ბაქტერიების გამრავლებას. კბილების ამოჭრის შემდეგ კი ასაკისთის შესაფერის კბილის ჯაგრისზე გადადით.

🔸 ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტს. ასეთი გზით პირის ღრუს მოვლა ბუნებრივი და აუცილებელი გახდება, და მეტად სავარაუდოა, რომ ასევე გააგრძელებს მოზრდილ ასაკში.

🔸 ნუ გაუზიარებთ ბავშვს თქვენს ბაქტერიებს! მათი ბევრი სახეობა, განსაკუთრებით კი “ცუდი” ბაქტრიები ბავშვის პირის ღრუში გარემოდან ხვდება, ყველაზე ხშირად კი მშობლებისგან ან იმ პირებისგან, ვინც ბავშვს უვლის. ამიტომ ნუ გამოიყენებთ ბავშვის ჭურჭელს ან ჰიგიენის ნივთებს. ამავდროულად მიაჩვიეთ ისინი მხოლოდ საკუთარი ნივთებით სარგებლობას.